2017-05-29
გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“
29 მაისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გამოფენა
,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. გამოფენა, რომლის ორგანიზატორია თსუ მუზეუმი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 99-ე წლისთავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში დაცული ხელნაწერები, ფოტო და ბეჭდური მასალა, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ თითქმის საუკუნის წინ საქართველოში განვითარებულ რთულ პროცესებს. კერძოდ, ქართველი ერის დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის ბრძოლას, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ მოპოვებულ პირველ წარმატებებს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.
გამოიფინება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბისა (შარლემანის მიერ შესრულებული) და დროშის ესკიზები, აგრეთვე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოს სხდომაზე. დამთვალიერებლისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც მოგვითხრობენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და თსუ-ის პროფესურის თანამშრომლობაზე, რომლის დროსაც გადაწყდა უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები: წარმოდგენილი ექსპონატები ასახავს ახალი, ევროპული სტანდარტების შესატყვისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის უნივერსიტეტისათვის გადმოცემის, ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაქმნის, ევროპაში სასწავლებლად გასაგზავნ სტუდენტატთვის ხელშეწყობის პროცესს და სხვა.
მისამართი: თსუ, პირველი კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, III სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი