2016-06-21

საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ასოციაციის პირველი სამუშაო შეხვედრა

21 ივნისს, 11:00 საათზე, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი უმასპინძლებს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ასოციაციის პირველ სამუშაო შეხვედრას, რომლის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლები იმსჯელებენ ასოციაციის სტრატეგიაზე, მისიაზე და სამომავლო გეგმებზე, ასევე საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითად პრობლემებზე. ასოციაციის ძირითადი მიზნები იქნება საქართველოს უნივერსიტეტებსა და საზოგადოებაში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების პოპულარიზება, საქართველოში უწყვეტი განათლების კონცეფციის განვითარებასა და დანერგვაში უნივერსიტეტების როლის გაძლიერება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლებისათვის საკანონმდებლო ბაზის მოსამზადებლად/დასახვეწად და საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისაკენ მიმართული ერთობლივი აქტივობების ფასილიტაცია.

ასოციაცია არსებობას იწყებს როგორც არაფორმალური გაერთიანება, თუმცა დროთა განმავლობაში, მიღწეული წარმატებებისა და წევრთა საერთო სურვილის შემთხვევაში მას შეიძლება ოფიციალური სტატუსიც მიენიჭოს. ამ ეტაპზე ასოციაციის წევრობის სურვილი გამოთქვა საქართველოში აკრედიტებულმა 20-მდე უნივერსიტეტმა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა ბაღში თსუ პირველი კორპუსის გვერდით), მეორე სართული.

« იხ. ყველა ანონსი