2014-05-01

ქართულ-ბერძნული საგანმანათლებლო ფესტივალი "ოქრის საწმისი"

1 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია ქართულ-ბერძნული საგანმანათლებლო ფესტივალის "ოქრის საწმისის" საზეიმო დახურვის ცერემონიალს გამართავს.

ცერემონიალზე შედგება ფესტივალში გამარჯვებულთა დაჯოლდოება და საზეიმო კონცერტი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.13, თსუ VIII კორპუსი,  სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი