2014-11-27

საჯარო დისკუსია „უკრაინაში არსებული შიდა და საგარეო-პოლიტიკური ვითარების ანალიზი“

27 ნოემბერს, 13:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიური სახლი გამართავს საჯარო დისკუსიას „უკრაინაში არსებული შიდა და საგარეო-პოლიტიკური ვითარების ანალიზი.“

მომხსენებელი: იაროსლავ კოვალჩუკი,  პოლიტიკის კვლევების საერთაშორისო ცენტრის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე - "პოლიტიკური ვითარება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ."

მომხსენებელი: ვიქტორ სლინჩაკი, მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის ბორდის თავმჯდომარე -"რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები ყირიმის ანექსიის და დონბასში განვითარებული  უახლესი მოვლენების ფონზე."

საჯარო დისკუსია იმართება მიმდინარე პროექტის „უკრაინა - გამოსავალი კრიზისიდან დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი