2019-10-31

ლევან გიგინეიშვილის ლექცია "ცხოვრება ქალების კალმით"

31 ოქტომბერს 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ლიტერატურათმცოდნე და ფილოლოგის,  ლევან გიგინეიშვილის ლექცია გაიმართება. 
შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება ყველას. იგი ემილი ბრონტეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანზე "ქარიშხლიან უღელტეხილზე" ისაუბრებს.
გამომცემლობა "პალიტრა L"-მა  ეს წიგნი გამოსცა სერიაში "ცხოვრება ქალების კალმით". დები ბრონტეების გარდა, სერია აერთიანებს ისეთი ავტორების წიგნებს, როგორებიც არიან: ჯეინ ოსტინი, ფრანსუაზ საგანი, ტონი მორისონი, მარგარეტ დიურასი და სხვები.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ აღნიშნული სერიის - "ცხოვრება ქალების კალმით" ნაწარმოებებსა და სასურველი წიგნი იქვე, ფასდაკლებით შეიძინონ.
დასწრება თავისუფალია.

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი