2017-10-08

ლევან ჯანაშიას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენა

8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ლექტორების საინიციატივო ჯგუფი ამავე ფაკულტეტის ლექტორსა და ადვოკატს - ლევან ჯანაშიას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენს.

წარდგენის შემდეგ თავმჯდომარეობის კანდიდატი დამსწრე საზოგადოებას მისი გუნდის საარჩევნო პროგრამას გააცნობს.

ლევან ჯანაშია თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე 2005 წლიდან ასწავლის, ხოლო საადვოკატო საქმიანობას 2004 წლიდან ეწევა.   

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ, პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.  


« იხ. ყველა ანონსი