2012-11-29

ვაჟა-ფშაველა ქართველი და უცხოელი კალიგრაფების შემოქმედებაში

29 ნოემბერს, 13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართველ და უცხოელ კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ექსპოზიციაში ქართველებთან ერთად იაპონელი, იტალიელი, ნორვეგიელი, კოლუმბიელი, პერუელი, რუსი, უკრაინელი, გერმანელი, არგენტინელი, პროფესიონალი კალიგრაფების 120-ზე მეტი ექსპონატი გამოიფინება: პოემები, ლექსები და ფრაზები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან.
2011 წელს UNESCO-ს ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრებმა ვაჟა-ფშაველას პოემების მიხედვით შესრულებული ხელნაწერი წიგნები მოამზადეს. პროექტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პროფესიონალი კალიგრაფები შეუერთდნენ, რომლებმაც ვაჟა-ფშაველას ლექსების მიხედვით კალიგრაფიული ნამუშევრები  შექმნეს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, III სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი