2014-10-07

მიხეილ ბარნოვის საჯარო ლექცია თემაზე „ინდეს ბილიკებით“

7 ოქტომბერს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ ასისტენტ პროფესორის მიხეილ ბარნოვის საჯარო ლექცია თემაზე „ინდეს ბილიკებით“.

ასისტენტ პროფესორი მიხეილ ბარნოვი ლექციაზე თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს მიაწვდის ინფორმაციას ნიუ მექსიკოში (აშშ) მესკალერო აპაჩების რეზერვაციაში გატარებული პერიოდის შესახებ; ისაუბრებს აპაჩების ცხოვრების წესზე, თანამედროვეობაზე, ტრადიციებზე, ისტორიაზე, ინდიელთა გამოჩენილ ბელადებზე.

მიხეილ ბარნოვი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით 2014 წლის ივლის-აგვისტოში იმყოფებოდა აპაჩების რეზერვაციაში, სადაც ტომის უხუცესმა მას დაარქვა დინე ჰასტინე (აპაჩი ძმა) და უწოდა სახელი სუუს სპინი (დილის ვარსკვლავი). ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო, ვიდეო და აუდიომასალა აპაჩების ტომის ცხოვრების წესის შესახებ.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 07-ე აუდიტორია (ნულოვანი სართული)


« იხ. ყველა ანონსი