2014-11-13

რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და თანამედროვეობა“

13 ნოემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და თანამედროვეობა“ გაიხსნება.  ღონისძიებაში თსუ პროფესორებთან ერთად სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ორდღიან კონფერენციაზე მონაწილეები წაიკითხავენ მოხსენებებს თანამედროვე, აქტუალურ პრობლემებზე ფილოსოფიაში. ყოველწლიური კონფერენცია იუნესკოს ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში 2002 წლიდან იმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი