2017-05-04

კონფერენცია ლუზოფონიის სხვადასხვა ასპექტებზე და მის მიმდინარე პოტენციურ ურთიერთობებზე საქართველოსთან

4 მაისს, 17:30 – 19:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია ლუზოფონიის სხვადასხვა ასპექტებზე და მის მიმდინარე პოტენციურ ურთიერთობებზე საქართველოსთან. კონფერენციის მომხსენებლები არიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა, პორტუგალიის საპატიო კონსული საქართველოში, თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ერაზმუს მუნდუსის სტუდენტები. კონფერენცია იმართება პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პორტუგალიური ენის ცენტრის მიერ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში.

ღონისძიებაზე შესრულდება პორტუგალიური და ბრაზილიური ლიტერატურული ტექსტების ქართულ ენაზე თარგმანის კითხვა, ასევე ბრაზილიის ელჩის მეუღლის მიერ გაჟღერდება ბრაზილიელ და პორტუგალიელ კოპმოზიტორთა ნაწარმოები.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი