2016-12-14

საქველმოქმედო ღონისძიება თსუ-ის კურსდამთავრებულის დასახმარებლად

14 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი და მარჯანიშვილის თეატრი  წარმოგიდგენთ სპექტაკლს "Art-ხელოვნება".  დამდგმელი რეჟისორი: თემურ ჩხეიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ: ზურა ყიფშიძე, მიხეილ გომიაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი. სპექტაკლში აღწერილია სამი მეგობრის ისტორია, რომლებსაც დროთა განმავლობაში განსხვავებული გემოვნება ინტერესები და შეხედულებები ჩამოუყალიბდათ. სამი მეგობარი ერთმანეთის მიმართ განიცდის გაუცხოებას. სპექტაკლი არის საქველმოქმედო და შემოსული თანხა გადაერიცხება თსუ-ის კურსდამთავრებულს ნათია შიოლაშვილს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1,  თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი