2012-06-15

დონორთა მსოფლიო დღე თსუ-ში

15 ივნისს,  13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სტუდენტური აქცია გაიმართება, რომელზეც თსუ სტუდენტები, ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წევრები სისხლს ჩააბარებენ.  

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე, რომლის მიზანს წარმოადგენს   უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც  ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.  

2012 წლის სისხლის დონორთა მსოფლიო დღის კამპანიის თემად შეირჩა „ყველა დონორი გმირია”, რომლის იდეაა, რომ თითოეული ჩვენგანი შეიძლება გახდეს გმირი, თუ გასცემს  სისხლს. 
აქცია იგეგმება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული კონცერტის თანხლებით.

 მის.: ი. ჭავჭვაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, #101 აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი