2012-06-15

“მისია 2012” – სტუდენტური კონკურსის ფინალი თსუ-ში

15 ივნისს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის „მისია 2012“ ფინალი გაიმართება. ფინალისტი გუნდები კონკურსის ჟიურის წინაშე პრეზენტაციებით წარდგებიან. საპრიზო ფონდი - 5000 ლარი სამ საუკეთესო გუნდზე გადანაწილდება.
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. წელს კონკურსის პარტნიორი კომპანია „გეოპლანტია“.
დაჯილდოების საღამოს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და კომპანია „გეოპლანტის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაესწრებიან.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია N107

« იხ. ყველა ანონსი