2013-07-09

ქალთა ვოკალური კვარტეტის საღამო თსუ-ში

9 ივლისს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა ვოკალური კვარტეტის საღამო გაიმართება.  კონცერტზე ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები შესრულდება.
კვარტეტის წევრები თსუ კურსდამთავრებულნი არიან და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გოგონათა კვარტეტის სახელით მართავდნენ კონცერტებს.
დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი