2011-04-08

წიგნის ,,თურქეთი” პრეზენტაცია თსუ–ში

8 აპრილს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის და გეოგრაფ მაგისტრის გიორგი ტაბატაძის წიგნის ,,თურქეთი” (გეოგრაფია, კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი) პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნში განხილულია თურქეთის გეოგრაფიული ობიექტები, ბუნებრივი პირობები, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. ადმინისტრაციულად თანამედროვე თურქე-თის ტერიტორია დაყოფილია 81 პროვინციად (ილი), რომლებიც, თავის მხრივ, გაერთიანებუ-ლია 7 რეგიონში. წიგნი განკუთვნილია თურქეთის რესპუბლიკისა და მისი რეგიონის გეოგრა-ფიული თავისებურებების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასებით დაინტერესებულ პირთათვის. აგრეთვე აღმოსავლეთმცოდნეებისა და ეკონომისტებისათვის. იგი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, შეიძლება გამოიყენონ სტუ-დენტებმა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, III სართული, რუმინეთის აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი