2017-06-28

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “დიალოგი საქართველოსა და იაპონიას შორის: ისტორია და სამომავლო სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობა“

28 ივნისს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულების ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “დიალოგი საქართველოსა და იაპონიას შორის: ისტორია და სამომავლო სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობა“ გაიმართება.

კონფერენცია ეძღვნება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

კონფერენციაში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მონაწილეები განიხილავენ როგორც საქართველო-იაპონიის ურთიერთობების, ისე უშუალოდ იაპონიის ისტორიულ-კულტურულ ასპექტებს.

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ფარგლებში, 29 ივნისს 15:00 საათზე, იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში ცნობილი იაპონელი რეჟისორის ტაკეფუმი ცუცუის მხატვრულ ფილმის "თავისუფალი წარმოსახვა" ჩვენება გაიმართება.

მისმართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი