2010-05-20

ყვავილების დედოფალი 2010

20 მაისს, 20:00 საათზე კლუბი ტრიუმფი სტუდენტურ მეჯლისს „ყვავილების დედოფალი 2010“ უმასპინძლებს. თბილისის 18 უმაღლეს სასწავლებელთან ერთად მეჯლისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელიც მონაწილეობს. თსუ–ს სახელით დედოფლის ტიტულის მოპოვებას იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი ნინო მახარაძე შეეცდება. მეჯლისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

მის: წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, „კლუბი ტრიუმფი“
« იხ. ყველა ანონსი