2019-02-14

საჯარო ლექცია - „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები“

14 თებერვალს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები.“

ღონისძიება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ლექციათა ციკლის - „სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში“ ფარგლებში გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი