2014-05-30
საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტი - „სტურუას შექსპირი”
1 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რუსთაველის თეატრი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო-ინტელექტუალურ და სახელოვნებო პროექტს „სტურუას შექსპირის სამყარო“. პროექტი ეძღვნება უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს.
გაიმართება რობერტ სტურუას სპექტაკლის „რიჩარდ მესამე“ ვიდეოჩვენება. თეატრის ფოიეში გამოიფინება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები, რომლებიც რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ფოტო, ვიდეო და სხვა ისტორიულ მასალებს ასახავენ. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: პროფ. რევაზ გაჩეჩილაძე, პროფ. თემურ კობახიძე, პროფ. მანანა გელაშვილი და მწერალი და პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე.
პროექტი გულისხმობს სამ ღონისძიებას რომელთა ფარგლებშიც მოეწყობა გამოფენები, დისკუსიები. მატში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ამგვარი ღონისძიებების სასწავლო პროცესში ჩართვა სიახლეა ქართულ სინამდვილეში. ყოველივე ეს სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის შექსპირის ტექსტების და თეატრალური დადგმების შესწავლის და შემდგომში კვლევის საქმეს. ასევე, ამგვარი ინტელექტუალური და სახელოვნებო ღონისძიებები ხელს შეუწყობს სტუდენტების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.
პროექტის ავტორი და მოდერატორი: დავით მაზიაშვილი (ფილოლოგიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
მისამართი: რუსთაველის გამზ. 17, რუსთაველი თეატრის მცირე დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი