2010-04-01

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აწყობს სახელმძღვანელოს პრეზენტაციას

     12 აპრილს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აწყობს სახელმძღვანელოს პრეზენტაციას. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე რეჟისურის მიმართულებაზე მომზადდა საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო სახელმძღვანელოს თარგმანი:   მ. მ. ვოლინეცი, პროფესია − ოპერატორი (მთარგმნელი და რედაქტორი: გური შენგელაია, ხათუნა თურმანიძე). სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია განთავსებულია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებატა ფაკულტეტის ვებგვერდზე.

     მისამართი: თსუ მე–5 კორპუსი, I სართული, საოპერატორო სტუდია.
« იხ. ყველა ანონსი