2014-06-25

„აფხაზეთი დღეს. პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა“

25 ივნისს, 13 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორი ზურაბ შენგელია წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „აფხაზეთი დღეს. პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა“.

მოხსენებაში განხილული იქნება უკანასკნელ ხანებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, მათი წარმოშობის მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, აგრეთვე რუსეთის როლი ამ პროცესებში და აფხაზური საზოგადოების რეაქცია. მოხესნება ეფუძნება აფხაზეთიდან მოწოდებულ უახლეს მასალებს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 06 აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი