2015-11-03

გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამების ინდუსტრიულ პარტნიორებთან წლიური საანგარიშო შეხვედრა

3 ნოემბერს, 11:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. 2014 წლის 22 ოქტომბერს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს თსუ-სა და ბიომეცნიერებების დარგის განვითარებით დაინტერესებულ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის. აღნიშნულ თანამშრომლობას საფუძველი 2007-2013 წლებში ევროკავშირის ,,ტემპუსის’’ პროგრამით განხორციელებული პროექტების ფარგლებში ჩაეყარა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი , ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი