2019-01-09
„ბერიტაშვილის კითხვანი“
10 იანვარს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი გამოჩენილი ქართველი ფიზიოლოგის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 134 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომას „ბერიტაშვილის კითხვანი“ გამართავს.
სხდომას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე გახსნის. სამეცნიერო მოხსენებას წარმოადგენს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არჩილ კეზელი. მოხსენების სათაურია: "მე ვხედავ, რატომ ვხედავ, რისთვის ვხედავ".
სხდომაში მონაწილეობენ: ფიზიოლოგთა საზოგადოების, ნევროლოგთა საზოგადოების და ბიოლოგიის მეცნიერებათა სხვადასხვა ასოციაციის წევრები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია