2017-05-30
საჯარო ლექცია "მიჯაჭვულობა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში"
30 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაიფის უნივერსიტეტის პროფესორი, დავიდ ოპენჰეიმი ჩაატარებს საჯარო ლექციას "უსაფრთხო მიჯაჭვულობა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებში: დედის მიერ ბავშვის მდგომარეობის წვდომის მნიშვნელობა".
პროფესორი დევიდ ოპენჰეიმი ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების დეპარტამენტის წევრია. პროფესორი ოპენჰეიმი იყო ჰაიფას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ასევე მცირეწლოვან ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ჟურნალის რედაქტორის მოადგილე. პროფესორი ოპენჰეიმი ასევე იყო მცირეწლოვან ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციის საბჭოს წევრი და მდივანი.
პროფესორი ოპენჰეიმის კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაში მზრუნველობითი ურთიერთობის მთავარ მნიშვნელობაზე. კერძოდ, ის სწავლობდა ბავშვობის მანძილზე მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში მშობლის მიერ ბავშვის მდგომარეობის წვდომისა და მშობლისა და შვილის ღია კომუნიკაციის როლს. ამ გრძელვადიან კვლევებში ჩართული იყვნენ ტიპური განვითარების და მაღალი რისკის მქონე ბავშვები, ასევე ისინი, ვინც მინდობით აღზრდაში იზრდებოდნენ, ისინი ვის მშობლებსაც გამოცდილი ჰქონდათ ტრავმა და ასევე ატიპური განვითარების ბავშვები, მაგალითად აუტიზმის და ფსიქიკური აშლილობის მქონე მცირეწლოვნები.
ღონისძიება ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ და საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის ორგანიზებით.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი