2012-05-25

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტი რეგიონების საჯარო სკოლებში

25 მაისს, 14.00 საათზე ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ლანჩხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართავს შეხვედრას. ღონისძიებაზე მოსწავლეები მიიღებენ თსუ-ს შესახებ ინფორმაციას, პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს თემაზე -„26 მაისი-საქართველოს პირველი რესპუბლიკა.“

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და თსუ პროფესორ-მასწავლებლები განაგრძობენ შეხვედრებს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრებზე თსუ ლექტორები მოსწავლეებს წარუდგენენ თვალსაჩინოებებს და უტარებენ ლექციებს საინტერესო თემებზე, იმართება დისკუსია.

საკონტაქტო ინფორმაცია: მარინა ლომოური, თსუ რექტორის მრჩეველი, ტ. 577 244 524

« იხ. ყველა ანონსი