2018-06-28

ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია

28 ივნისს,  11.00  საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები. 

კონფერენცია გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის  „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით. 

მთავრობის, ენერგეტიკული ორგანიზაციების და აკადემიური წრის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ენერგეტიკის სფეროს ინვოაციებსა და საინტერესო ტექნოლოგიებს, ასევე - სექტორში არსებულ კარიერულ პერსპექტივებსა და სასწავლო პროგრამებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი