2015-09-14

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში

14 სექტემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016  სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას სტუდენტებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ პროფესორი, თბილისის მერი დავით ნარმანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიულოცავენ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსის ეზო

« იხ. ყველა ანონსი