2015-09-17

ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საჯარო ლექცია თსუ-ში

17 სექტემბერს, 17:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიედრიუს პუოჯუნასის საჯარო ლექცია გაიმართება.

დისკუსიის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდება ლიტვა-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და მშვიდობის თვალსაზრისით. გიედრიუს პუოჯუნასი დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს ლიტვის მხარის შეფასებებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ამ გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართება კითხვა პასუხის რეჟიმში.

ღონისძიების ორგანიზატორია "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი".

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ  I კორპუსი, 101 აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი