2012-11-20

სტუდენტური საქველმოქმედო აქცია "ცხოვრება ტკივილის გარეშე"

20-27 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში პალიატიური მოვლის სამსახურის მხარდამჭერი სტუდენტური საქველმოქმედო აქცია "ცხოვრება ტკივილის გარეშე" გაიმართება.

კვირეულის განმავლობაში შემოსული თანხა ფერიცვალების დედათა მონასტერთან არსებულ მოწყალების ცენტრს გადაეცემა, რომელიც 2003 წლიდან პალიატიურ მზრუნველობას ახორციელებს - 100-ზე მეტ ადამიანს უვლის და უმსუბუქებს ყოფას.
საქველმოქმედო ყუთები განთავსდება თსუ I, II, V, VII და X (მაღლივი) კორპუსებში.

საქველმოქმედო კომიტეტი: ლალი მესხი; ნიკოლ ჟორდანია ( ნოე ჯგუფი); ლენა კილაძე (საქველმოქმედო ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”); თსუ სტუდენტები;

« იხ. ყველა ანონსი