2013-04-10
ლერი გოგოლაძის იუბილე თსუ-ში
10 აპრილს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის,
ცნობილი წყალბურთელის ლერი გოგოლაძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, აკადემიური წრეების, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის, წყალბურთის ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლერი გოგოლაძე არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი წყალბურთში; თამაშობდა თბილისის „დინამოში“(1956-72) და სსრკ ნაკრებში (1958-64); არის XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი), ევროპის ჩემპიონატისა (1962) და მსოფლიო უნივერსიადის (1963) მეორე პრიზიორი, სსრკ სამგზის მეორე (1960, 62, 63) და ხუთგზის მესამე (1958, 59, 64, 66, 67) პრიზიორი), თსუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე (1986-იდან). 1985-87 წლებში იყო თსუ-ის პრორექტორი სასწავლო დარგში. ღირსების ორდენის კავალერი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი