2013-11-22

„უმაღლეს სასწავლებლებში განათლების საშეღავათო პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტურობა საქართველოში“ - კვლევის პრეზენტაცია

22 ნოემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კვლევის პრეზენტაცია. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა განახორციელა კვლევა, რომელიც აფასებს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების საშეღავათო პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტურობას  საქართველოში.

ეთნიკური უმცირესობებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული საშეღავათო პოლიტიკა მიზნად ისახავს ყველა სტუდენტს მისცეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.

კვლევა დაფინანსდა გაეროს ასოციაციის მიერ და განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება" (ANI)  ფარგლებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი