2010-05-07

ქართულ–პოლონური საღამო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიური კვლევის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 7 მაისს, 19:00 საათზე ქართულ-პოლონური საღამო ჩატარდება. ღონისძიებაზე წმინდა გრიგოლ ფერაძის შესახებ გადაღებული ფილმის “თეთრი ანგელოზის ძებნაში” ჩვენება გაიმართება.  ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიგრაციის მუზეუმის მიერ ორგანიზებულ გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობის ამსახველ ფოტოსურათებისა და ნივთების გამოფენასაც უმასპინძლებს.  
ქართულ-პოლონურ საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა დაესწრებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიური კვლევის ცენტრის ერთობლივი პროექტის განხორციელება 6 მაისს დაიწყო. სამეცნიერო კონფერენციაზე სახელწოდებით – “ორი ეკლესიის პირისპირ” მონაწილეებმა ქართულ-პოლონური რელიგიური ურთიერთობები მიმოიხილეს. კონფერენციაზე საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა საითიძე მოხსენებით წარსდგა, რომელიც წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მოღვაწეობას შეეხებოდა.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი