2013-09-30

სამეცნიერო კონფერენცია „თარგმანი და კულტურათშორისი ურთიერთობები“

30 სექტემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი  მთარგმნელის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენციას „თარგმანი და კულტურათშორისი ურთიერთობები“ გამართავს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ შედგება სამაგისტრო პროგრამის „თარგმანის თეორიისა და მთარგმნელობითი პრაქტიკის“ კურსდამთავრებულთა „მთარგმნელის ფიცის“ (ნეტარი იერონიმეს ფიცის) დადების საზეიმო ცერემონია. ღონისძიების ფარგლებში, თსუ პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა "X IX საუკუნის ქართველი მთარგმნელები".

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №309

« იხ. ყველა ანონსი