2013-12-12
ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში
12 დეკემბერს, 14:00 საათზე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტსა და ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის.
ოლშტინის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით, თსუ–ს 12 დეკემბერს ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოლშტინის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის სამართლის ისტორიის დარგის პროფესორებიც.
პირველ შეხვედრას დელეგაცია თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის ინსტიტუტთან გამართავს, რომელიც ამავე დღეს, 12 დეკემებერს, 12:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N135) მოეწყობა. შეხვედრის ფარგლებში სამართლის ისტორიის სპეციალისტები ერთმანეთს გააცნობენ მათ მიერ უკვე განხორციელებულ კვლევებს და განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებს. თსუ–ის იურდიული ფაკულტეტის სამართლის ისტორიის მიმართულების პროფესორებისა და პოლონელი კოლეგების ორგანიზებით უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უკვე ჩატარდა სამი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ისტორიის სფეროში, რომელთაგან ორი – საქართველოში, ხოლო ერთიც პოლონეთში გაიმართა; გარდა ამისა, დამუშავებულ იქნა და გამოიცა სამივე კონფერენციის სამეცნიერო მოხსენებების კრებულებიც.
თსუ–სა და ოლშტინის უნივერსიტეტს შორის შეთანხმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა სფეროს სამეცნიერო–კვლევით ღონისძიებებს.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი