2014-03-25

ტელეკონფერენცია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თსუ მედიცინის ფაკულტეტს შორის

25 მარტს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტელეკონფერენცია. ტელეკონფერენცია თსუ მედიცინის ფაკულტეტსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყობა. პირველი ტელეკონფერენცია ტრანსპლანტაციის ევროპულ ზოგად საფუძვლებს მიეძღვნება.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობილი გერმანელი პროფესორები თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის, დოქტორანტების, რეზიდენტებისა და სტუდენტებისთვის გაუძღვებიან ტელეკონფერენციებისა და ლექციების ციკლს.

ტელელექციები და კონფერენციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ყოველთვიურად გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი