2017-06-26
ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
26 ივნისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტირი მზია ქუთათელაძე, საფრანგეთის
ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.
ღონისძიების მიზანია ბაქტერიოფაგების კვლევის ძირითადი მიმართულებების ფართო მიმოხილვა, მსჯელობა ფაგისა და ბაქტერიული უჯრედის ურთიერთქმედების მექანიზმების, ბაქტერიოფაგების ეკოლოგიისა და ევოლუციური ასპექტების შესახებ. კონფერენციას 25 ქვეყნის 100-მდე დელეგატი დაესწრება. ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება ფაგების თერაპიული, სამრეწველო და ბიოტექნოლოგიური გამოყენების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე.
კონფერეციის ფარგლებში ასევე ჩატარდება ორდღიანი საზაფხულო სკოლა, რომლის მიზანია სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევარებს გააცნოს ბაქტერიოფაგების სტრუქტურა, მათი როლი გარემოში და მათი გამოყენების პოტენციალი, ასევე, ბაქტერიოფაგების კვლევის უახლესი მეთოდები. ლექციებს ჩაატარებენ დარგის წამყვანი მეცნიერები ინგლისიდან, კანადიდან, ბელგიიდან და საქართველოდან.
2017 წელს კანადელი მეცნიერის, ფელიქს დერელის მიერ ბაქტერიოფაგის ფენომენის აღმოჩენას 100 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად 2017 წელს ტარდება სამეცნიერო კონფერენციების სერია, რომლის ორგანიზატორები არიან პასტერის ინსტიტუტი (პარიზი, საფრანგეთი) და გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი (თბილისი, საქართველო ). 24-26 აპრილს, პასტერის ინსტიტუტში (პარიზი) ჩატარდა ამ სერიის პირველი კონფერენცია. მეორე კონფერენციას 26-29 ივნისს გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი თბილისში გამართავს. თბილისის კონფერენციის თანაორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ფელიქს დერელი 1930-იან წლებში მოღვაწეობდა ამჟამინდელ გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში და იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული და პროგრამა
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მოამზადა გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია ბიბლიოთეკის საცავებში დაცული მასალები გიორგი ელიავასა და ფელიქს დერელის შესახებ, ფელიქს დერელის ვიზიტზე თბილისში და ა.შ.
ამას გარდა, ბიბლიოთეკამ მოიძია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალები ამ ორი დიდი მეცნიერისა და ბაქტერიოფაგის შესახებ და ექსპოზიციაზე წარმოადგინა საარქივო დოკუმენტების ასლები. მათ შორის აღსანიშნავია მაშინდელი უნივერსიტეტის რექტორის წერილი განათლების სახალხო კომისარს გიორგი ელიავას საზღვარგარეთ მივლინებისთაობაზე, გიორგი ელიავას მიმართ განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების ამსახველი დოკუმენტები და სხვ.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ფელიქს დერელის და გიორგი ელიავას ფოტოები, აგრეთვე ფელიქს დერელის წიგნი ,,ბაქტერიოფაგი და გამოჯანმრთელების ფენომენი’’, რომელიც 1935 წელს დაბეჭდა უნივერსიტეტის გამომცემლობამ.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი