2013-10-15

„თსუ-გორდელას“ პროექტის „მე მიყვარს და ვემსახურები საქართველოს“ პრეზენტაცია

15 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გოგონათა ანსამბლის „თსუ-გორდელას“ პროექტის „მე მიყვარს და ვემსახურები საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სამინისტროებისა და თსუ წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის თანახმად,  „თსუ-გორდელა“  16 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე კონცერტებს გამართავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ შვიდ ქალაქში - ახალქალაქში, წალკაში, ნინოწმინდაში, მარნეულში, გარდაბანში, დმანისსა და რუსთავში. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საქართველოს საზოგადოებაში სამოქალაქო და კულტურული ინტეგრაცია.

პროექტის მხარდამჭერები არიან: აშშ მთავრობა, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში. ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი