2013-10-15
„თსუ-გორდელას“ პროექტის „მე მიყვარს და ვემსახურები საქართველოს“ პრეზენტაცია
15 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გოგონათა ანსამბლის
„თსუ-გორდელას“ პროექტის
„მე მიყვარს და ვემსახურები საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სამინისტროებისა და თსუ წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტის თანახმად, „თსუ-გორდელა“ 16 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე კონცერტებს გამართავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ შვიდ ქალაქში - ახალქალაქში, წალკაში, ნინოწმინდაში, მარნეულში, გარდაბანში, დმანისსა და რუსთავში. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საქართველოს საზოგადოებაში სამოქალაქო და კულტურული ინტეგრაცია.
პროექტის მხარდამჭერები არიან: აშშ მთავრობა, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში. ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი