2012-12-21

ვაჟა ოკუჯავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

21 დეკემბერს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები“  გაიმართება. კონფერენცია გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, 1980-1985 წლებში თსუ  რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ვაჟა ოკუჯავას ხსოვნას ეძღვნება.
კონფერენციის ორგანიზატორია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის მიმართულება.  
კონფერენცია 22 დეკემბერს დასრულდება.

მისამართი: თბილისი,  უნივერსიტეტის ქ. 2,  თსუ XI კორპუსი, 421 აუდიტორია 

« იხ. ყველა ანონსი