2018-06-06
პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება
6 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
წლების განმავლობაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა იყო თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.
წლების განმავლობაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა იყო თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.
პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ფულისა და კრედიტის თეორია; ფულის მიმოქცევა, კრედიტისა და ფინანსების ისტორია; ფულის, კრედიტისა და ფინანსების გამოყენება და ორგანიზაცია. მას ეკუთვნის 80-ზე მეტი გამოკვლევა, აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია "მსოფლიო ფული", "ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში", "ძვირფასი ქვები შოთა რუსთაველის პოემაში", "შრომის იარაღები და პირადი მოხმარების საგნები "ვეფხისტყაოსანში", აგრეთვე, შემოქმედებითად დაწერილი სახელმძღვანელოები, მრავალი მეცნიერული წერილი და საჟურნალო სტატია.
მისამართი:
უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ-ის მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი