2012-04-26

სამეცნიერო კონფერენცია „ქართველოლოგიური კვლევები: ძირითადი ტენდენციები და თანამედროვე პრობლემები“

26 აპრილს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ახალგაზრდა მკვლევართა ეროვნული ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია „ქართველოლოგიური კვლევები: ძირითადი ტენდენციები და თანამედროვე პრობლემები.“ კონფრენციაში მონაწილეობას მიიღებენ 10 უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს 7 ქალაქიდან. კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი და ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტი. ღონისძიება ჩატარდება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, აუდიტორია 06.
« იხ. ყველა ანონსი