2020-03-03
სუზან მეცნერის საჯარო ლექცია „მუსიკათერაპიის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები“
3 მარტს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის, აუგსბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, მუსიკათერაპევტის, სუზან მეცნერის საჯარო ლექცია „მუსიკათერაპიის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები“ „Musictherapy – Insights into Fields of practice“ გაიმართება. ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.
მუსიკათერაპია სხვადასხვა სომატური თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე ინდივიდების დახმარების გამოცდილი და ეფექიანი საშუალებაა. საქართველოში მუსიკათერაპია სრულიად ახალი და მოთხოვნადი თერაპიული ტექნოლოგიაა, მაგრამ არ არსებობენ კვალიფიციური სპეციალისტები და ასევე მათი მოსამზადებელი აკადემიური პროგრამები.
გერმანელ სპეციალისტთა დელეგაცია სახელმწიფო უნივერსიტეტს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით 2-9 მარტს ეწვევა. მის შემადგენლობაში აუგსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, მუსიკათერაპევტი, ბად ვალდზეეს სახელმწიფო სარეაბილიტაციო კლინიკის ხელოვნებითი თერაპიის განყოფილების გამგე სუზან მეცნერი და ლიცენზირებული მუსიკათერაპევტი, მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი შედიან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი. დასწრება თავისუფალია.