2014-01-18
თსუ-ში „პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკა“ გაიხსნება
18 იანვარს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიხსნება
„პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკა“. ბიბლიოთეკა - ღია ცის ქვეშ განთავსებული, წიგნებით სავსე, პატარა ყუთი - დაეფუძნება პრინციპს: „წაიღე და მოიტანე წიგნი“. ნებისმიერ წიგნის მოყვარულს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე წაიკითხოს ან თან წაიღოს მისთვის სასურველი წიგნი ერთი პირობით - სანაცვლოდ მოიტანოს სხვა წიგნი. ამ გზით მოხდება ბიბლიოთეკის მუდმივი შევსება-განახლება.
სურვილის შემთხვევაში, მკითხველს შეუძლია თან იქონიოს წიგნი, რომლის ნახვასაც ისურვებდა ამ ბიბლიოთეკის თაროებზე. ამ გზით ნებისმიერს საშუალება ექნება საკუთარი წვლილი შეიტანოს პატარა ბიბლიოთეკის გამდიდრებაში.
ღონისძიებაში თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, სტუდენტები, პროექტის„ თსუ დესპანის“ წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ კურსდამთავრებულები სოფო დევდარიანი, მაკა ურიდია და ლევან ლომიძე. მსგავსი ბიბლიოთეკების შექმნით საქართველო „პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკების“ მსოფლიო ქსელს შეუერთდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის ეზო
« იხ. ყველა ანონსი