2010-08-04

საინფორმაციო შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით

4 აგვისტოს, 14:00 საათზე აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი ატარებს საინფორმაციო შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანია დაინტერესებულმა მხარეებმა (სკოლების დირექტორებმა და პროფესიული განვითარების საუნივერსიტეტო პროგრამების ხელმძღვანელებმა) საკუთარი მოსაზრებები და სურვილები გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული გადამზადების საუნივერსიტეტო პროგრამების შემდგომი დახვეწის მიზნით.  

შეხვედრის ადგილი: თსუ II კორპუსი, გაეროს აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი