2017-04-03

საჯარო დისკუსია აუტიზმთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე

3 აპრილს, 18:00 საათზე, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო დისკუსია, რომელიც შეეხება აუტიზმთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

ღონისძიებაზე ნეიროფსიქოლოგები თამარ გაგოშიძე, მარიამ ხვადაგიანი, შორენა მამუკაძე, ანა ყარაულაშვილი და ოკუპაციური თერაპევტი ლუსი ჯალაღონია ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:კომპიუტერული ტექნიკა და უცხოენოვანი მულტფილმების გავლენა კომუნიკაციის განვითარებაზე; აუტისტური სპექტრის აშლილობის გავრცელების მომატების მიზეზები; აუტისტური სპექტრის აშლილობის შესაფასებელი დიაგნოსტიკური სირთულეები; აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გარდატეხის ასაკისა და ზრდასრული პირების პრობლემები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ მესამე კორპუსი, 201-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი