2015-12-21

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ევროკავშირის სამართალი“

21 დეკმბერს, 12 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ეგიდით ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ევროკავშირის სამართალი“. განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა: ევროკავშირის წარმოშობა, სასამართლო სისტემა, სამართლის წყაროები და სხვა აქტუალური  საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტები.

მისამართი, თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, აუდიტორია # 202

« იხ. ყველა ანონსი