2012-07-17

სტუდენტური კონფერენცია "საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები"

17 ივლისს, 17:00 საათზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია თემაზე "საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები."
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი ხელშეკრულება ხელმოსაწერად 1998 წლის 17 ივლისს რომში გაიხსნა. კონფერენცია, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.
სტუდენტების მიერ დამუშავებული ნაშრომები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ჰუმანიტარული ინტერვენციის დაკანონების გზაზე: მორალი და სამართალი real-politic-ის კვალდაკვალ, ომის დანაშაულები და ჟენევის კონვენციების დარღვევა ავღანეთის ომის დროს, უნივერსალური იურისდიქცია გენოციდზე – პრაქტიკული და თეორიული პრობლემები, გენოციდის წაქეზება და სხვა მრავალი.
საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები დაიბეჭდება საერთაშორისო სამართლის ჟურნალში.
კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ  I კორპუსი, ივ..ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი