2016-11-09

„დაურგე ხე შენს უნივერსიტეტს!” – თსუ-ს მაღლივ კორპუსთან გამწვანების აქცია გაიმართება

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია,  თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ გამწვანების აქციაში „დაურგე ხე შენს უნივერსიტეტს“. 100 ძირი კვიპაროსისა და მთის ნეკერჩხლის ნერგებს უნივერსიტეტის წარმომადგენლები მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგავენ.

გამწვანების აქცია თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით გაიმართება.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. თსუ X (მაღლივი) კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე

« იხ. ყველა ანონსი