2016-11-21
სტუდენტთა რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და რელიგია“
21 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ფილოსოფია და რელიგია - კახაბერ (კახა) კაციტაძის გახსენება“. კონფერენცია 22 ნოემბერს დასრულდება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი