2013-10-02

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კონფერენცია - ღია კარის დღე

2 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი გამართავს კონფერენცია- ღია კარის დღეს. ღონისძიება თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და საქართველოს საჯარო სკოლების თანამშრომლობის საკითხებს ეძღვნება.    

კონფერენცია-ღია კარის დღეზე პრეზენტაციები მოეწყობა საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობასა და ახალ პროგრამებზე - საბავშვო უნივერსიტეტის რეგიონული სისტემის ჩამოყალიბებასა და პროექტზე „გააცანი შენი პროფესია“, მუშაობაზე არაქართულენოვან სკოლებთან;  საუნივერსიტეტო და სასკოლო ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართვაზე საგანმანათლებლო დაწესებულებების მმართველობით პროცესებში; თსუ სტუდენტთა მომსახურების ცენტრების მუშაობაზე. კონფერენციის მეორე საათზე გაიმართება  ინტერაქტიული დისკუსია, რის შემდეგაც ღონისძიების მონაწილეები თსუ მეორე კორპუსში განლაგებულ სტუდენტთა მომსახურების ცენტრებს დათვალიერებენ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი